ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის ელჩი უწყებაში დაიბარა
ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის ელჩი უწყებაში დაიბარა

ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელის ელჩი მოლაპარაკებებისთვის დაიბარა, ამასთან, უკან გაიწვია საკუთარი ელჩი ისრაელიდან.

მედიის ცნობით, ამის მიზეზი ორ ქვეყანას შორის არსებული უთანხმოება გახდა, რომელიც ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიუ ლულა და სილვას კომენტარს მოჰყვა. საუბარია ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებაზე, რომელშიც მან ღაზაში მიმდინარე ომი ებრაელების მიმართ ჰიტლერის მოპყრობას შეადარა.

ამ განცხადების შემდეგ ისრაელმა ბრაზილიის პრეზიდენტი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ბრაზილიის პრეზიდენტი არ იქნება მისასალმებელი პირი ახლო აღმოსავლეთში, ვიდრე ის თავის სიტყვებს უკან არ წაიღებს, თუმცა „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით უწყება, რომ ლულა ამას არ აპირებს.