ბრაზილიის პრეზიდენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე კვლავ დადებითია
ბრაზილიის პრეზიდენტის ტესტის პასუხი კორონავირუსზე კვლავ დადებითია

ბრაზილიის პრეზიდენტის კორონავირუსის ტესტის პასუხი ისევ დადებითია. ინფორმაციას „ამერიკის ხმა“ ავრცელებს.

ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ჟაირ ბოლსონაროს ტესტი სამჯერ ჩაუტარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლსონარო პრეზიდენტის რეზიდენციაში თვითიზოლაციაში იმყოფება.

ექიმები ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რამდენიმე დღის წინ, ჟაირ ბოლსონარომ განაცხადა, რომ ის და ადმინისტრაციის კიდევ ოთხი მინისტრი მალარიის საწინააღმდეგო წამალს, ჰიდროქსიქლოროქინს სვამენ.

ბრაზილიაში “კოვიდ 19” – ის 2 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, დაღუპულია 80 100 ადამიანი.