ბრაზილიის პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს საწინააღმდეგო აქციაზე ცხენით გამოჩნდა
ბრაზილიის პრეზიდენტი უზენაესი სასამართლოს საწინააღმდეგო აქციაზე ცხენით გამოჩნდა

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ ​საკუთარ მხარდამჭერებს აქციაზე შეუერთდა. აქციის მონაწილეები უზენაესი სასამართლოს მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებას აპროტესტებდნენ. ბრაზილიის პრეზიდენტი აქციაზე ცხენით გამოჩნდა.

ბოლსონარუს პოლიციის საქმიანობაში ჩარევას აბრალებენ. პრეზიდენტი ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ სასამართლოს მოქმედებებმა შესაძლოა, ბრაზილიაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვიოს.

პრეზიდენტის მხარდამჭერები უზენაესი სასამართლოს დახურვას და ბრაზილიის კონგრესის დათხოვნას მოითხოვდნენ.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ბრაზილიის პრეზიდენტის მიერ სამართალდამცავების პირადი მიზნებისთვის გამოყენების საქმეს უზენაესი მოსამართლე სელსო დე მელო იძიებს. მისი თქმით, ბოლსონარუს და მისი მხარდამჭერებს ბრაზილიაში სამხედრო დიქტატორული მმართველობის დამკვიდრება სურთ.

თავად ბრაზილიის პრეზიდენტი კი ამტკიცებს, რომ ოპონენტები კონსტიტუციას არღვევენ და მისი თანამდებობიდან გადაყენება სურთ.