ბრაზილიის პრეზიდენტი - ტრამპს ბრაზილიაში რომ ეცხოვრა და იგივე გაეკეთებინა, რაც კაპიტოლიუმში ქნა, აქაც გასამართლდებოდა
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ბრაზილიაში რომ ეცხოვრა და იგივე გაეკეთებინა, რაც კაპიტოლიუმში ქნა, აქაც გასამართლდებოდა, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა.
ლულამ ეს კომენტარი მაშინ გააკეთა, როდესაც ქვეყნის სასამართლოს მიერ ჟაირ ბოლსონარუსთვის 27 წლითა და სამი თვით პატიმრობის მისჯაზე საუბრობდა.
ლულას თქმით, კანონის წინაშე ყველა ადამიანი თანასწორია და ბრაზილია ატარებს გაკვეთილს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ დემოკრატიულად.
„ძალიან ამაყი ვარ, რომ გვაქვს კონსტიტუცია, რომლის მიღებაშიც მივიღე მონაწილეობა. დღეს ეს ქვეყანა ატარებს გაკვეთილს, თუ როგორ ვიმოქმედოთ დემოკრატიულად“, – თქვა ლულა და სილვამ.