ბრაზილიის პრეზიდენტი – ომის განხილვის ადგილი არ არის არც „დიდ შვიდეულში“ და არც „დიდ ოცეულში“, ომის განხილვის ადგილი გაერო-ს შენობაშია

09:59, 22.05.2023

ომის განხილვის ადგილი არ არის არც „დიდ შვიდეულში“ და არც „დიდ ოცეულში“, ომის განხილვის ადგილი გაერო-ს შენობაშია, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა.

ამასთან, იაპონიაში, „დიდი შვიდეულის“ სამიტის შემდეგ ბრაზილიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტთან შეხვედრა ვერ შედგა, რადგან ვოლოდიმირ ზელენსკიმ დააგვიანა. ბრაზილიის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა აშშ-ისა და ჩინეთს შორის ურთიერთობებზე.

„მე, გულწრფელად ვიტყვი, არ ველოდები, რომ ადამიანები კიდევ ერთ ცივ ომს დათანხმდებიან. არ მინდა, კიდევ ერთი ცივი ომი დაიწყოს ჩინეთსა და შეერთებულ შტატებს შორის და ჩვენ დავექვემდებაროთ ამ ორ ქვეყანას შორის დავას“, – განაცხადა ლულა და სილვამ.

მსგავსი