ბრაზილიის პრეზიდენტი - არც პუტინი და არც ზელენსკი არ არიან მზად მშვიდობისთვის
ბრაზილიის პრეზიდენტი - არც პუტინი და არც ზელენსკი არ არიან მზად მშვიდობისთვის

არც ვლადიმერ პუტინი და არც ვოლოდიმირ ზელენსკი არ არიან მზად მშვიდობისთვის, – ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა, ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა.

ინფორმაციას „ალჯაზირა“ ავრცელებს.

ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, ვიდრე მისი ქვეყანა უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად მუშაობს, არც უკრაინის ლიდერი და არც ვლადიმერ პუტინი არ არიან მზად სასაუბროდ.

მისივე თქმით, სამშვიდობო შეთანხმება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც რუსეთისა და უკრაინის ლიდერები მზად იქნებიან მოლაპარაკებებისთვის.