ბრაზილიის პრეზიდენტი ამაზონის ტყეში ხანძართან დაკავშირებით დაგეგმილ სამიტს არ დაესწრება
ბრაზილიის პრეზიდენტი ამაზონის ტყეში ხანძართან დაკავშირებით დაგეგმილ სამიტს არ დაესწრება

ბრაზილიის პრეზიდენტი ამაზონის ტყეში ხანძართან დაკავშირებით დაგეგმილ სამიტს არ დაესწრება. დიდი ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის „ბიბისის“ ცნობით, მიზეზი გეგმური ოპერაციაა.

როგორც ცნობილია, 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს ჟაირ ბოლსონარუ მუცლის არეში დაჭრეს. გეგმური ოპერაცია სწორედ ამას უკავშირდება. ბრაზილიის პრეზიდენტს დაჭრის შემდეგ უკვე სამი ოპერაცია აქვს გაკეთებული.

როგორც ბრაზილიის პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა, ისინი სამიტზე ჟაირ ბოლსონარუს ნაცვლად მის შემცვლელს გაგზავნიან, ან ღონისძიების გადადებას ითხოვენ. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ამაზონის ტროპიკულ ტყეში მძვინვარე ხანძართან დაკავშირებით საკითხს 24 სექტემბერს განიხილავენ.

2019 წელს ამაზონის ტროპიკულ ტყეში 80 ათასი ხანძრის კერა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ტყეში მძვინვარე ხანძრის გამო ბრაზილიის პრეზიდენტი, ჟაირ ბოლსონარუ საკუთარ ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ კრიტიკის ობიექტი გახდა. არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ ტროპიკულ ტყეში ხანძრის კერების მომრავლება პრეზიდენტის პოლიტიკამ გამოიწვია.

დატოვე კომენტარი