ბრაზილიის პრეზიდენტი ახალი კორონავირუსისგან განიკურნა

16:47, 25.07.2020

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო „კოვიდ-19“-სგან განიკურნა. ამის შესახებ ბოლსონარომ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა.

პისიარ ტესტი სარს-კოვ 2“-ზე: უარყოფითი, ყველას კარგ დღეს გისურვებთ“, – წერს ბოლსონარო.

ბრაზილიის პრეზიდენტს „კოვიდ-19“ 7 ივლისს დაუდასტურდა, რის შემდეგადაც ტესტზე უარყოფითი პასუხი ბოლსონარომ დღეს პირველად მიიღო.

მსგავსი