ბრაზილიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს
(Brasília - DF, 24/04/2019) Pronunciamento do Presidente da República, Jair Bolsonaro..Foto: Isac Nóbrega/PR
ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო აცხადებს, რომ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს.
ბოლსონარომ ასევე აღნიშნა, რომ ბრაზილიის მოქალაქეებისთვის ვაქცინის გაკეთება სავალდებულო არ იქნება.
ბრაზილიის პრეზიდენტმა ეჭვი გამოთქვა პირბადის ტარების ეფექტურობის თაობაზე და აღნიშნა, რომ მათი ეფექტურობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.
სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ბრაზილია, „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა.