ბრაზილიის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ-ში ბრაზილიის ელჩის კანდიდატად მისი შვილის წარდგენა ნეპოტიზმი არ არის

22:16, 12.07.2019

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ აცხადებს, რომ აშშ-ში ბრაზილიის ელჩის კანდიდატად მისი შვილის წარდგენა ნეპოტიზმი არ არის.

„ზოგი თვლის, რომ ეს ნეპოტიზმია. უზენაესმა სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი. ეს რომ ნეპოტიზმი ყოფილიყო, არასდროს გადავდგამდი ამ ნაბიჯს“, – აცხადებს ბოლსონარუ.

ედუარდო ბოლსონარუ პრეზიდენტის მესამე შვილია და ცნობილია, რომ ის მამას საგარეო პოლიტიკის მიმართულებით უწევს კონსულტაციას. ელჩის პოზიციაზე მის კანდიდატურას მხარი უნდა დაუჭიროს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა.

მსგავსი