ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ მარტში გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთა რიგებში პირველად არის გამოძახებული მადრიდის „რეალის“ 18 წლის შემტევი ვინისიუს ჟუნიორი.
შეგახსენებთ, რომ ბრაზილიის ნაკრები 23 და 26 მარტს, ამხანაგურ მატჩებს გამართავს, შესაბამისად, პანამისა და ჩეხეთის ნაკრებების წინააღმდეგ.
ბრაზილიელთა სრული შემადგენლობა –
მეკარეები – ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ვევერტონი (პალმეირასი);
მცველები – დანი ალვეში (პსჟ, საფრანგეთი), მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი), ტიაგო სილვა (პსჟ, საფრანგეთი), დანილო (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ფილიპე ლუისი (ატლეტიკო, ესპანეთი), ალექს სანდრო (იუვენტუსი, იტალია), მირანდა (ინტერი, იტალია), ედერ მილიტაო (პორტუ, პორტუგალია);
ნახევარმცველები – კაზემირო (რეალი, ესპანეთი), ფაბინიო (ლივერპული, ინგლისი), არტური (ბარსელონა, ესპანეთი), ფილიპე კოუტინიო (ბარსელონა, ესპანეთი), ალანი (ნაპოლი, იტალია), ლუკას პაკეტა (მილანი, იტალია), ფელიპე ანდერსონი (ვესტ ჰემი, ინგლისი);
თავდამსხმელები – ევერტონი (გრემიო), რიჩარლისონი (ევერტონი, ინგლისი), ვინისიუს ჟუნიორი (რეალი, ესპანეთი), რობერტო ფირმინო (ლივერპული, ინგლისი), გაბრიელ ჟეზუში (მანჩესტერ სიტი, ინგლისი).