ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ ურუგვაისთან და კამერუნთან ამხანაგური მატჩებისთვის დაასახელა შემადგენლობა. ნაკრებში პირველად არის გამოძახებული „ნაპოლის“ ნახევარმცველი ალანი.
მთლიანად მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონთა შემადგენლობა ასეთია:
მეკარეები – ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), გაბრიელ ბრაზაუ (კრუზეირო);
მცველები – მარკინიოსი (პსჟ, საფრანგეთი), მირანდა (ინტერი, იტალია), მარსელო (რეალი, ინგლისი), ფაბინიო (ლივერპული, ინგლისი), დანილო (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ფილიპე ლუიში (ატლეტიკო, ესპანეთი) პაბლო (ბორდო, საფრანგეთი), დედე (კრუზეირო);
ნახევარმცველები – კაზემირო (რეალი, ინგლისი), არტური, ფილიპე კოუტინიო (ორივე – ბარსელონა, ესპანეთი), ალანი (ნაპოლი, იტალია), პაულინიო (გუანგჯოუ, ჩინეთი), უოლასი (ჰანოვერი, გერმანია), ვილიანი (ჩელსი, ინგლისი).
ფორვარდები – ნეიმარი (პსჟ, საფრანგეთი), რობერტო ფირმინო (ლივერპული, ინგლისი), გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), დუგლას კოშტა (იუვენტუსი, იტალია), რიშარლისონი (ევერტონი, ინგლისი).
ურუგვაისთან ბრაზილია 16 ნოემბერს ითამაშებს, კამერუნთან – 20 ნოემბერს. ორივე მატჩი ლონდონში გაიმართება.