ბრაზილიის ნაკრებმა შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების პრესსამსახურმა გამოაცხადა ფეხბურთელთა სია, რომლებიც გამოძახებულნი არიან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის – 28 იანვარს ეკვადორისა და 1 თებერვალს პარაგვაის წინააღმდეგ.
მეკარეები – ალისონი (ლივერპული, ინგლისი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ვევერტონი (პალმეირასი);
მცველები – დანი ალვეში (ბარსელონა, ესპანეთი), ემერსონი (ტოტენჰემი, ინგლისი), ალექს სანდრო (იუვენტუსი, იტალია), ალექს ტელესი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ედერ მილიტაო (რეალი, ესპანეთი), გაბრიელ მაგალიაეში (არსენალი, ინგლისი), მარკინიოსი (პარი სენ-ჟერმენი, საფრანგეთი), ტიაგო სილვა (ჩელსი, ინგლისი);
ნახევარმცველები – კაზემირო (რეალი, ესპანეთი), ფაბინიო (ლივერპული, ინგლისი), ბრუნო გიმარაეში (ლიონი, საფრანგეთი), ჟერსონი (მარსელი, საფრანგეთი), ფრედი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ფილიპე კოუტინიო (ასტონ ვილა ინგლისი), ლუკას პაკეტა (ლიონი, საფრანგეთი);
ფორვარდი – რაფინია (ლიდსი, ინგლისი), ანტონი (აიაქსი ნიდერლანდები), როდრიგო (რეალი, ესპანეთი), ეერტონ რიბეირო (ფლამენგო), გაბრიელ ჟესუსი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი), ვინისიუსი (რეალი, ესპანეთი), მატეუს კუნია (ატლეტიკო, ესპანეთი), გაბრიელ ბარბოზა (ფლამენგო).