ბრაზილიის ნაკრების რიგებში მსოფლიო ჩემპიონი რეანიმაციაში იმყოფება #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების რიგებში მსოფლიო ჩემპიონი რეანიმაციაში იმყოფება #1TVSPORT

ბრანკო – ფეხბურთელი მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონი ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობიდან, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. 56 წლის ყოფილ ფეხბურთელს COVID-19-ის ფონზე სუნთქვის სერიოზული პრობლემები აქვს.

ბრანკო ორი დღის წინ რიო დე ჟანეიროს საავადმყოფოში გართულებული სუნთქვით მიიყვანეს და სიტუაცია დამძიმდა.

„მისი ფილტვების მდგომარეობის გამო, საჭირო გახდა მექანიკური დახმარება, რათა პაციენტს ესუნთქა.

ბრანკო რეანიმაციაში იმყოფება, მას მუდმივად აკვირდებიან და სიტუაციას შეიძლება სტაბილური ვუწოდოთ“, – წერია საავადმყოფოს განცხადებაში.

დღეისთვის, ბრანკო ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციაშია დასაქმებული, სადაც ახალგაზრდულ ნაკრებებთან მუშაობს.

მსოფლიოს 1994 წლის ჩემპიონატის მოგების გარდა, ბრანკო 1989 წლის „კოპა ამერიკას“ გამარჯვებულია. სულ ნაკრებში 78 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.