ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კოპა ამერიკისთვის შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT
ბრაზილიის საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დორივალ ჟუნიორმა მოახლოებული ორი ამხანაგური მატჩისთვის და აშშ-ში გასამართი კოპა ამერიკისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.
მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონების განაცხადში რამდენიმე ცნობილი ფეხბურთელი ვერ მოხვდა, მათ შორის – რიშარლისონი („ტოტენჰემი“), გაბრიელ ჟეზუსი („არსენალი“), მატეუს კუნია („ვულვზი“) და კაზემირო („მანჩესტერ იუნაიტედი“).
9 ივნისს ბრაზილია ამხანაგურ მატჩში მექსიკას შეხვდება, 13 ივნისს კი – აშშ-ს. კოპა ამერიკის ჯგუფურ ეტაპზე დორივალის გუნდის მეტოქეები კოსტა რიკა, პარაგვაი და კოლუმბია იქნებიან.
ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: ალისონი („ლივერპული“), ედერსონი („მანჩესტერ სიტი“), ბენტო („ატლეტიკო პარანაენსე“).
მცველები: ბერალდო (პსჟ), ედერ მილიტაო („რეალ მადრიდი“), გაბრიელ მაგალაესი („არსენალი“), მარკინიოსი (პსჟ), დანილო („იუვენტუსი“), იან კოუტუ („ჟირონა“), გილერმე არანა („ატლეტიკო მინეირო“), ვენდელი („პორტუ“).
ნახევარმცველები: ანდრეას პერეირა („ფულემი“), ბრუნო გიმარაესი („ნიუკასლი“), დუგლას ლუისი („ასტონ ვილა“), ჟოაო გომესი („ვულვზი“), ლუკას პაკეტა („ვესტ ჰემი“).
თავდამსხმელები: ენდრიკი („პალმეირასი“), ევანილსონი („პორტუ“), გაბრიელ მარტინელი („არსენალი“), რაფინია („ბარსელონა“), როდრიგო („რეალ მადრიდი“), ვინისიუს ჟუნიორი („რეალ მადრიდი“), სავინიო („ჟირონა“).