ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - უნდა ვითამაშოთ იტალიის, ესპანეთის, ინგლისის წინააღმდეგ, საჭიროა გავზარდოთ მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარების სიხშირე #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ გამოთქვა აზრი, რომ აუცილებელია უფრო ხშირად თამაში ევროპული გუნდების წინააღმდეგ. ცნობისთვის, ბოლოს ბრაზილიის ნაკრებმა ევროპული ნაკრების წინააღმდეგ 2019 წელს ითამაშა.
„ვცდილობთ მოვნახოთ საშუალება კალენდრის გასაუმჯობესებლად, ვეძებთ ახალ შესაძლებლობებს ევროპელებთან მატჩების გასამართად. არ მინდა ჩვენი მეტოქეების დონის შეურაცხყოფა ან სიტუაციის გამწვავება.
წავიკითხე მოურინიოს ინტერვიუ და ვხუმრობდი ჩვენს ფიზმომზადების მწვრთნელთან იმის შესახებ, რომ ჩვენ არ გვიწევს სომხეთის წინააღმდეგ თამაში. ასეთი გუნდები წინააღმდეგ ჩვენ აქ არ ვთამაშობთ. მხედველობაში მაქვს ის, რომ აქ ყველა მეტოქე თავისებურად რთულია. მაგალითად, ვენესუელის ნაკრების მოთამაშეთა უმრავლესობა სხვა ქვეყნებში თამაშობს.
მაგრამ ასევე ვხედავ საერაშორისო დიალოგის აუცილებლობას. უნდა ვითამაშოთ იტალიის, ესპანეთის, ინგლისის წინააღმდეგ, რათა გვესმოდეს რას ნიშნავს ეს. მაგრამ ეს ჩვენზე არ არის დამოკიდებული.
მოდით, ვიპოვნოთ რაიმე გონიერი გადაწყვეტილება. შესაძლოა, უნდა გავზარდოთ მსოფლიოს ჩემპიონატებოს ჩატარების სიხშირე – ოთხის ნაცვლად, ჩემპიონატი ყოველ ორ ან სამ წელიწადში უნდა გაიმართოს. არ ჩავუღრმავდები, მაგრამ მიმაჩნია, რომ ეს უნდა გამოსწორდეს“, – ამბობს ტიტე.