ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი - მოვიდა დრო, მსოფლიო ჩემპიონატი მოვიგოთ #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე თავისი გუნდის შანსების შესახებ ილაპარაკა.
„წინ მსოფლიო ჩემპიონატია, რომელსაც მოუთმენლად ველოდები, თუმცა კონცენტრირებული ვარ. მოვიდა დრო ფინალში გავიდეთ და ჩემპიონები გავხდეთ. ეს სიმართლეა. ბოლო ჩემპიონატზე მე სხვა გარემოებებში ვიყავი ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რადგან გუნდი ბოლო მომენტში ჩავიბარე. ახლა კი საშუალება მქონდ,ა სრული ოთხწლიანი ციკლი გამევლო. მოლოდინი მაღალია, მაგრამ მთელი ყურადღება სამუშაოსკენ არის მიმართული“, – მოჰყავს ტიტეს სიტყვები გაზეთ The Guardian-ს.
ბრაზილია მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში სერბეთთან, შვეიცარიასთან და კამერუნთან ითამაშებს. პლანეტის პირველობა 21 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე გაიმართება.