ბრაზილიის ნაკრების ექიმი - ნეიმარი მხოლოდ მუნდიალისთვის დაბრუნდება
ბრაზილიის ნაკრების ექიმი - ნეიმარი მხოლოდ მუნდიალისთვის დაბრუნდება

„პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა ტრავმირებულ კოჭზე ქირურგიული ჩარევა ვერ აიცილა. ბრაზილიის ნაკრების პრესატაშემ ვინისიუს როდრიგეშმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ოპერაცია ბელუ-ორიზონტეში შაბათს ჩატარდება.

ამ ინფორმაციის შემდეგ, ბრაზილიის ნაკრების ექიმმა, როდრიგო ლასმარმა ივარაუდა, რომ ნეიმარის აღდგენის პროცესს ორ-ნახევარი ან სამი თვე დასჭირდება, შესაბამისად, ფორვარდი გამოტოვებს სეზონის დარჩენილ ნაწილს და მწყობრში მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ჩადგება, რომელიც 14 ივნისს აიღებს სტარტს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარმა ტრავმა 25 თებერვალს „მარსელთან“ საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში მიიღო. ფეხბურთელს კოჭის ძვალი აქვს გაბზარული და კუნთი დაჭიმული.