ბრაზილიის ნაკრები ისტორიაში პირველად შავი ფორმით ითამაშებს #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრები ისტორიაში პირველად შავი ფორმით ითამაშებს #1TVSPORT

პირველად თავის ისტორიაში ბრაზილიის ნაკრები შავი ფერის მაისურებით ითამაშებს, – იტყობინება გამოცემა Globo.

სათამაშო ფორმის შეცვლა ანტირასისტული აქციის ნაწილია, რომელიც ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციამ გვინეასთან ამხანაგური მატჩისთვის მოამზადა. ტრადიციული ყვითელი ფერის მხოლოდ ნომრები იქნება.

შავი ფერის ფორმა გამოყენებული იქნება მხოლოდ პირველ ტაიმში. ბრაზილიის ამხანაგური მატჩი გვინეასთან 17 ივნისს არის დაგეგმილი.