ბრაზილიის, მექსიკისა და ესპანეთის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ კუბაში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნიან
ბრაზილიის, მექსიკისა და ესპანეთის მთავრობები შეთანხმდნენ, რომ კუბაში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნიან

ბრაზილია, მექსიკა და ესპანეთი კუბაში ჰუმანიტარულ დახმარებას გაგზავნიან.

„როიტერის“ ინფორმაციით, აღნიშნული ქვეყნების მთავრობები შეთანხმდნენ, რომ კოორდინირებულ დახმარებას გასწევენ, რათა შეამსუბუქონ ის შედეგები, რაც კარიბის ზღვის კუნძულს აშშ-ის ბლოკადამ მოუტანა.

ერთობლივ განცხადებაში სამივე ქვეყანა გულწრფელი დიალოგის მოწოდებით გამოვიდა და აღნიშნა, რომ კუბელ ხალხს უნდა შეეძლოს საკუთარი მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრა.

„როიტერის“ ცნობით, ერთობლივი განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ბარსელონაში, საერთაშორისო სამიტზე ბრაზილიის პრეზიდენტს, ლუის ინასიუ ლულა და სილვას და მექსიკის ლიდერს, კლაუდია შეინბაუმს უმასპინძლა.

ცნობისთვის, ვენესეულა კუბისთვის ნავთობის ძირითადი მიმწოდებელი იყო. ვენესუელური ნავთობის მიწოდება ქვეყანაში აშშ-ის მიერ ვენესუელური ტანკერების ბლოკადის შემდეგ შეწყდა. ამასთან, ქვეყანაში ელექტრონერგიისა და საკვების მწვავე დეფიციტი გაჩნდა.