ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია რასიზმის გამო კლუბებს ქულებს ჩამოაკლებს #1TVSPORT
ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაცია რასიზმის გამოვლინების გამო კლუბებისთვის სხვადასხვა სასჯელს შემოიღებს, – ამის შესახებ დაწერა გამოცემა Globo-მ.
აღნიშნავენ, რომ ამ გადაწყვეტილების შესახებ გამოცხადდა კონფედერაციის ტექნიკური საბჭოს სხდომაზე. ამასთან, საკითხი კენჭისყრაზე არ დაუყენებიათ.
გადაწყვეტილების მიხედვით, რასიზმის გამოვლინების პირველ შემთხვევაში კლუბი ფულადი ჯარიმით დაისჯება, მეორე შემთხვევაში ფანების მხარდაჭერის გარეშე დარჩება ან ცარიელი ტრიბუნების წინაშე ითამაშებს; მესამე შემთხვევაში კი გუნდი ქულებს დაკარგავს.