ბრაზილიის შტატ აკრიში, მდინარეში სამგზავრო-სატვირთო ნავი აფეთქდა. ინფორმაციას ბრაზილიური მედია სამაშველო სამსახურებზე დაყრდნობით ავრცელებს. ინციდენტის შედეგად დაშავებულია 15 ადამიანი.
არსებული ცნობით, აფეთქება ნავში საწვავის ჩასხმის დროს მოხდა, რა დროსაც ადგილზე 10 მამაკაცი, სამი ქალი და ორი ბავშვი იმყოფებოდნენ. ყველა მათგანს ძლიერი დამწვრობა აქვს მიღებული. ექიმების თქმით, შვიდი ადამიანის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა.
ნავს მგზავრები და ტვირთი დასახლება მარშალ-ტაუმატურგუში გადაჰყავდა. ნავი საწვავის ჩასასხმელად ქალაქ კრუზეირუ-დუ სულში გაჩერდა.