ბრაზილიის ერთ-ერთ მაღაზიაში სარეცხი საშუალებების ყუთებში კოკაინი აღმოაჩინეს
ბრაზილიის ერთ-ერთ მაღაზიაში სარეცხი საშუალებების ყუთებში კოკაინი აღმოაჩინეს

ბრაზილიის ერთ-ერთ მაღაზიაში მომხმარებლებმა სარეცხი საშუალებების ყუთებში კოკაინი აღმოაჩინეს.

„ბიბისის“ ცნობით, ინციდენტი ქალაქ სან-პაულუში მოხდა. მათივე ინფორმაციით, სუპერმარკეტის მომხმარებლების ნაწილი ნარკოტიკული საშუალების მაღაზიაში დაბრუნებას ცდილობდა, ნაწილმა კი პირდაპირ პოლიციას მიმართა.

საერთო ჯამში, საუბარია 80 კილოგრამ კოკაინზე.

გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული სუპერმარკეტის თანამშრომლები ნარკოტიკებით ვაჭრობდნენ. პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისვლის დროს, იქ მყოფებმა სამართალდამცველებისგან თავის დაღწევა და გაქცევა სცადეს, თუმცა პოლიციამ ოთხი ადამიანი მაინც დააკავა. მათგან სამი, მაღაზიის თანამშრომელია.

გამომძიებლები მიიჩნევენ, რომ ნარკომოვაჭრეებმა სუპერმარკეტის თაროებზე სარეცხის ფხვნილის ნაცვლად კოკაინით სავსე ყუთები შეცდომით განათავსეს.