ბრაზილიის ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე ბევრად სუსტი აღმოჩნდა
ბრაზილიის ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელზე ბევრად სუსტი აღმოჩნდა

ბრაზილიის ეკონომიკური ზრდა ბევრად სუსტია, ვიდრე ამას ელოდნენ. გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ამის მიზეზი მეოთხე კვარტალში სასოფლო-სამეურნეო ექსპორტის მიმართულებით რყევებია.
სტატისტიკურ მონაცემთა სახელმწიფო სააგენტოს ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტი გასულ სამ თვესთან შედარებით 0,1 პროცენტით გაიზარდა. მოსალოდნელი კი 0,4 პროცენტიანი მატება იყო.

ყოველწლიური მაჩვენებლით კი მშპ-მ 2,1 პროცენტით იმატა მოსალოდნელი 2,5 პროცენტის ფონზე.
ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ ამ შედეგებზე მოკლევადიანმა რყევებმა იმოქმედეს, მაგრამ ბრაზილია სასოფლო-სამეურნეო სექტორში სამუშაოებს განაგრძობს.

მისივე თქმით, ქვეყნის მთავრობა ზრდის ამ მაჩვენებელს ელოდა და ბრაზილია რეცესიის მდგომარეობაში აღარ არის.

ფინანსთა მინისტრის თქმით, ბრაზილიის ეკონომიკა, რომელიც 1,9 ტრილიონი ღირებულებისაა, კვლავ მოსალოდნელია რომ მიმდინარე წელს 3 პროცენტით გაიზარდოს.