ბრაზილიის და ბელგიის წინააღმდეგ - საქართველოს მასტერლიგის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT
ბრაზილიის და ბელგიის წინააღმდეგ - საქართველოს მასტერლიგის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს მასტერლიგის ნაკრები უნგრეთში, მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. მინი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი 6×6-ზე ფორმატით ჩატარდება. თამაშები 10-დან 18 სექტემბრამდე უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაიმართება. საქართველოს ნაკრები „დ“ ჯგუფშია, სადაც კენიის, ბრაზილიის, მოლდოვის და ბელგიის ნაკრებებთან ითამაშებს.

უნგრეთში დაგეგმილ მსოფლიო ჩემპიონატზე 42 ნაკრები იასპარეზებს. მასტერლიგის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ფედერაციის გენერალური სპონსორის, საქართველო ბანკის მხარდაჭერით გაემგზავრა.

უნგრეთში გაფრენამდე, საქართველოს მასტერლიგის ნაკრების წევრები და გუნდის ხელმძღვანელობა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალურ მდივან დავით მუჯირს, პირველ ვიცე-პრეზიდენტ კახა ჭუმბურიძესა და სფფ-ის ტექნიკურ დირექტორ ზაზა ზამთარაძეს შეხვდნენ.

მატჩების განრიგი

10 სექტემბერი

საქართველო – კენია

12 სექტემბერი

ბელგია – საქართველო

13 სექტემბერი

ბრაზილია – საქართველო

16 სექტმბერი

მოლდოვა – საქართველო