ბრაზილიის ახლად არჩეული პრეზიდენტი თანამდებობის დაკავების შემდეგ თელ-ავივში მდებარე ბრაზილიის საელჩოს იერუსალიმში გადატანას გეგმავს

08:54, 02.11.2018
Jair Bolsonaro, presidential candidate with the Social Liberal Party, arrives to cast his vote in the presidential runoff election in Rio de Janeiro, Brazil, Sunday, Oct. 28, 2018. Bolsonaro is running against leftist candidate Fernando Haddad of the Workers’ Party. (Ricardo Moraes/Pool Photo via AP)

ბრაზილიის ახლად არჩეული პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარო თანამდებობის დაკავების შემდეგ თელ-ავივში მდებარე ბრაზილიის საელჩოს იერუსალიმში გადატანას გეგმავს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ Twitter-ში განაცხადა.

ბოლსონაროს თქმით, ისრაელი სუვერენული სახელმწიფოა და თავად შეუძლია, განსაზღვროს სად იქნება მისი დედაქალაქი. თუმცა მომავალი პრეზიდენტი აცნობიერებს, რომ ბრაზილიის მსგავსი ნაბიჯით, არაბული ქვეყნებისგან უარყოფით დამოკიდებულებას გამოიწვევს.

ახლად არჩეული პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიესალმება და მხარს უჭერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ.

საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის შემთხვევაში, ბრაზილია რიგით მეორე უდიდესი ქვეყანა იქნება აშშ-ის შემდეგ, რომელმაც მსგავსი ნაბიჯი გადადგა. ჟაირ ბოლსონარო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას 2019 წლის პირველი იანვრიდან შეუდგება.

მსგავსი