ბრაზილიიდან საქართველოში იმპორტი 834 პროცენტით გაიზარდა
ბრაზილიიდან საქართველოში იმპორტი 834 პროცენტით გაიზარდა

საქსტატის მონაცემებით, ბრაზილიიდან საქართველოში პროდუქციის იმპორტმა მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 37.4 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს წინა წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე (4 მილიონი დოლარი) 834 პროცენტით მეტია.

ბრაზილიიდან საქართველოში ძირითადად, სპილენძის მადნების, ასევე მანგანუმის მადანის იმპორტი განხორციელდა. საქართველოს იმპორტში ბრაზილიის წილი 3 პროცენტამდე გაიზარდა და ის საიმპორტო ქვეყნების ათეულში შევიდა.

ამასთან, მნიშვნელოვნად გაიზარდა ბრაზილიაში საქართველოს ექსპორტიც. იანვარ-თებერვალში ექსპორტმა 3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2018 წლის ჯამურ მაჩვენებელს (იანვარ-დეკემბერი) 4.4-ჯერ აღემატება.