ბრაზილიელმა ფანმა მუნდიალის 15 ათასი სტიკერით მანქანა გაალამაზა
ბრაზილიელმა ფანმა მუნდიალის 15 ათასი სტიკერით მანქანა გაალამაზა

ბრაზილიელმა საფეხბურთო გულშემატკივარმა და ავტომოყვარულმა 5 ათასი ევრო დახარჯა თავისი ავტომობილის გასაფორმებლად. ამისთვის მან მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის განკუთვნილი სტიკერები შეიძინა და მათი მეშვეობით საკუთარი მანქანა მთლიანად დაფარა.

სულ ავტომობილმა Panini-ს 15 ათასი სტიკერი დაიტია. დანარჩენი გულშემატკივარმა უცხო ადამიანებს უფასოდ დაურიგა.

მსოფლიოს ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისამდე გაიმართება. ბრაზილიის ნაკრები E ჯგუფში შვეიცარიასთან, კოსტა რიკასთან და სერბეთთან ითამაშებს.