ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე პუტინს მიმართავს - ძალადობის გაგრძელებას გამართლება არ აქვს
ბრაზილიელი ფეხბურთელი პელე პუტინს მიმართავს - ძალადობის გაგრძელებას გამართლება არ აქვს

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს მიმართა და მოუწოდა, შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები უკრაინაში. მიმართვა პელემ უკრაინის საფეხბურთო ნაკრების მიერ შოტლანდიის დამარცხების შემდეგ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.

„დღეს უკრაინა ცდილობდა, თუნდაც 90 წუთით მაინც დაევიწყებინა ტრაგედია, რომელითაც ეს ქვეყანაა მოცული“, – წერს ბრაზილიელი ფეხბურთელი.

როგორც პელე აღნიშნავს, ეს კონფლიქტი არის საშინელი, გაუმართლებელი და არაფერი მოაქვს, გარდა ტკივილის, შიშისა და სიძულვილისა.

„შეაჩერეთ შეჭრა. არ არსებობს აბსოლუტურად არავითარი მიზეზი ამ ძალადობის გასაგრძელებლად. ეს კონფლიქტი არის საშინელი, გაუმართლებელი და არაფერი მოაქვს, გარდა ტკივილის, შიშისა და სიძულვილისა. ამის შეწყვეტის შესაძლებლობა თქვენს ხელშია“, – წერს პელე.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Pelé (@pele)