ბრაზილიაში წყალდიდობის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

07:39, 12.03.2019

ბრაზილიაში ძლიერი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობას 12 ადამიანი ემსხვერპლა. სტიქიამ ყველაზე მეტად ბრაზილიის უმსხვილესი ქალაქი სან პაულუ და მისი მიმდებარე ტერიტორია დააზარალა. გარდაცვლილთა შორის არიან ერთი ოჯახის წევრები, რომლებიც საცხოვრებელი სახლის ნანგრევებში მოყვნენ.

დაიტბორა სან პაულუს რაიონების ნაწილი, რამაც ბრაზილიის ეკონომიკურ ცენტრად მიჩნეულ ქალაქში სატრანსპორტო კოლაფსი გამოიწვია.

მსგავსი