ბრაზილიაში წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა

09:14, 25.03.2024

ბრაზილიაში ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობასა და მეწყერს, სულ მცირე, 25 ადამიანი ემსხვერპლა.

ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

Ადამიანები ესპირიტუ სანტუს შტატსა და დედაქალაქ რიო დე ჟანეიროში დაიღუპნენ.

მედიის ინფორმაციით, 5 400-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებულია, განადგურდა 270-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ათობით ჯარისკაცი და მეხანძრე-მაშველია ჩართული.

მსგავსი