ბრაზილიაში შენობის ჩამონგრევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა
ბრაზილიაში შენობის ჩამონგრევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

ბრაზილიაში შენობის ჩამონგრევის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. 13 პირს მაშველები ამ დრომდე ეძებენ. ინციდენტი რიო-დე-ჟანეიროს დასავლეთ ნაწილში, ფაველების დასახლებაში მოხდა.

შენობის ჩამონგრევის შემდეგ ახლომდებარე ტერიტორიაზე მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ინციდენტის ადგილთან ახლოს არსებული შენობების ჩამონგრევის რისკი მაღალია.

რამდენიმე დღის წინ რიო-დე-ჟანეიროს ძლიერი წყალდიდობა დაატყდა თავს. სტიქიის შედეგად ათობით დასახლება დღემდე დატბორილია. როგორც ხელისუფლება იუწყება, ნგრევა სწორედ წყალდიდობის შედეგად შენობის დაზიანებამ გამოიწვია.