ბრაზილიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირებას აპროტესტებენ
ბრაზილიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირებას აპროტესტებენ

ბრაზილიაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის გაძვირებას აპროტესტებენ. ქვეყნის უმსხვილეს ქალაქ სან-პაულუს ქუჩები საპროტესტო ტალღამ მოიცვა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დემონსტრანტები შეიჭრნენ ბანკის შენობაში და გადაკეტეს გზები. მათი უკმაყოფილება გამოიწვია ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, რომლის მიხედვითაც მეტროთი და ავტობუსით მგზავრობის ღირებულება 7 რეალი ხდება, რაც, 2 დოლარზე მეტია.

ბრაზილიისთვის კი, რომელიც კვლავ ეკონომიკურ პრობლემებს ებრძვის, ეს საკმაოდ მაღალი ფასია.

საპროტესტო აქციის დასაშლელად მთავრობამ სპეცრაზმი გამოიყენა. ადგილობრივი მედია წერს, რომ დაკავებულია არაერთი დემონსტრანტი.

საპროტესტო აქციაში ბევრი სტუდენტი მონაწილეობდა.