ბრაზილიაში საფეხბურთო მატჩი 10 გაძევებით დასრულდა [ვიდეო]

ბრაზილიაში ბაიას შტატის ჩემპიონატის მეექვსე ტურის მატჩი „ვიტორიასა“ და „ბაიას“ შორის მსაჯმა შეწყვიტა. შედარებით მშვიდობიანი პირველი ტაიმის შემდეგ (ექვსი ყვითელი ბარათი), მეორე ტაიმში მოედანზე სიტუაცია უმართავი გახდა.

მას შემდეგ, რაც „ვიტორიას“ კარში დანიშნული პენალტი „ბაიას“ ფეხბურთელმა გამოიყენა, ორივე გუნდის მოთამაშეებს შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა. შედეგი – 16-წუთიანი პაუზა და რვა წითელი ბარათი, მათ შორის სამი – „ბაიას“ სათადარიგო მოთამაშეებისთვის.

არბიტრმა სულ ხუთი ფეხბურთელი გააძევა „ბაიადან“ და სამი – „ვიტორიადან“.

მოგვიანებით მასპინძლებმა კიდევ ორი წითელი ბარათი მიიღეს და გაძევებულთა საერთო რიცხვი ათამდე ავიდა (თითო გუნდიდან ხუთი). შედეგად, ფიფა-ს რეგლამენტის თანახმად, თამაში შეწყდა.

ვიტორია“ მეორე ადგილზეა ბაიას შტატის ჩემპიონატში, „ბაია“ – მეხუთეზე.