ბრაზილიაში რიო დე ჟანეიროს საკრებულოს წევრის მკვლელობას აპროტესტებენ
ბრაზილიაში რიო დე ჟანეიროს საკრებულოს წევრის მკვლელობას აპროტესტებენ

ათასობით ბრაზილიელი რიო დე ჟანეიროსა და სან-პაულუს ქუჩებში რიოს საკრებულოს წევრის მკვლელობას აპროტესტებს. მარიელა ფრანკო პოლიციელების მხრიდან ღარიბ უბნებში მკვლელობების წინააღმდეგ ბრძოლით იყო ცნობილი.

38 წლის ფრანკო სოციალიზმისა და თავისუფლების პარტიის ამომავალი ვარსკვლავი იყო. ის ორშაბათს ღამით, საკუთარ მანქანაში მძღოლთან ერთად ჩაცხრილეს.

რამდენიმე კვირით ადრე, ბრაზილიის ფედერალურმა მთავრობამ განაცხადა, რომ რიოს ღარიბ უბნებში, სადაც მკვლელობების რიცხვმა მნიშვნელოვნად იმატა, უსაფრთხოების ოპერაციის ფარგლებში ბრაზილიის არმიას შეიყვანდა. ფრანკო ამ გადაწყვეტილებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა და აცხადებდა, რომ სამხედრო ინტერვენცია ამ უბნებში კიდევ უფრო გაზრდიდა პოლიციის მხრიდან ძალადობას.

გაეროს წარმომადგენლობა ბრაზილიაში და „ამნესთი ინთერნეშენალიმარიელა ფრანკოს მკვლელობის სწრაფ და გამჭვირვალე გამოძიებას ითხოვენ.