ბრაზილიაში ნეიმარის მიმართ გამოძიება დაიწყო
ბრაზილიაში ნეიმარის მიმართ გამოძიება დაიწყო

ბრაზილიაში პროკურატურა გამოძიებას ჩაატარებს იმ წვეულებასთან დაკავშირებით, რომელიც რიო-დე-ჟანეიროში „პარი სენ-ჟერმენის“ ფორვარდმა ნეიმარმა თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად მოაწყო.

როგორც გაზეთი „ეკიპი“ წერს, გამოძიების ჩატარება რამდენიმე საჩივრისა და კორონავირუსის პანდემიისას გამართული გრანდიოზული ღონისძიების შესახებ პრესაში გაჩენილი ინფორმაციის შემდეგ გადაწყდა. ნეიმარმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია სტუმრების რაოდენობასა და უსაფრთხოების ზომებზე, რომელიც წვეულებისას მოქმედებდა.

პრესის ინფორმაციით, ბრაზილიელი ფეხბურთელის დაბადების დღეს 150-დან 500-მდე ადამიანი ესწრებოდა. რიო-დე-ჟანეიროს შტატი იურიდიულად არ კრძალავს წვეულებებს კერძო ტერიტორიაზე, მაგრამ ნეიმარის საქციელმა აღაშფოთა ბევრი საზოგადოებრივი ორგანიზაცია. მათ ფეხბურთელის მოქმედებას უპასუხისმგებლო უწოდეს.