ბრაზილიაში მეწყერს 38 ადამიანი ემსხვერპლა, მინას-ჟერაისის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ბრაზილიაში მეწყერს 38 ადამიანი ემსხვერპლა, მინას-ჟერაისის შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ბრაზილიის მინას-ჟერაისის შტატში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. შტატის მთავრობის მონაცემებით, წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს შტატში 38 ადამიანი ემსხვერპლა. კიდევ 17 დაკარგულად ითვლება.

საცხოვრებელი სახლები 12 ათასამდე ადამიანმა დატოვა.

24 საათში განმავლობაში, შტატში ბოლო 110 წლის განმავლობაში რეკორდული რაოდენობის ნალექი მოვიდა.