ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა რვა მილიონ 573 ათასს გადააჭარბა
ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა რვა მილიონ 573 ათასს გადააჭარბა

ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით 1 192 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

შედეგად, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი 211 491-მდე გაიზარდა.

ამასთან, ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 62 094 ადამიანს დაუდასტურდა და „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ რვა მილიონ 573 ათასს გადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა, აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.