ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა ხუთ მილიონს გადააჭარბა
ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვმა ხუთ მილიონს გადააჭარბა

ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რაოდენობამ ხუთ მილიონს გადააჭარბა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

8 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ ვირუსის 5 000 694 შემთხვევაა რეგისტრირებული, დაღუპულია 148 228 ინფიცირებული.

გასული დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში ვირუსის 31 553 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, „კოვიდ-19“-ით შედეგად ქვეყანაში ბოლო 24 საათში 734 ადამიანი გარდაიცვალა.