ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 61 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 050 პაციენტი
ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 61 567 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1 050 პაციენტი

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 1 050 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში უკვე ბოლო ხუთი დღეა, რაც გარდაცვალების დღიური მაჩვენებელი 1 000-ს აჭარბებს. ბრაზილიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 61 567 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ბრაზილიაში ვირუსის 8 455 059 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის, ვირუსმა 209 296 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. ბრაზილია ვირუსის გავრცელების კუთხით, აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა.