ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 46 884 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 46 884 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 46 884 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 694 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ქვეყანაში ვირუსის 6 533 968 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათ შორის 175 964 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

ბრაზილია კორონავირუსის გავრცელების კუთხით, აშშ-სა და ინდოეთის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა.