ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 27 750 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

09:21, 09.10.2020

ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 27 750 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 729 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში „კოვიდ-19“ 5 028 444 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 148 957 გარდაიცვალა.

მსგავსი