ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 23 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 661 პაციენტი
ბრაზილიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 23 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამასთან, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში გარდაიცვალა 661 პაციენტი. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის ხუთი მილიონ 300 ათასამდე შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 154 837 პაციენტი გარდაიცვალა.
ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობის მიხედვით, ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ასევე, ქვეყანა ინფიცირების შემთხვევების რაოდენობით აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ მესამე ადგილზეა.