ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 20 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 620 ადამიანი კი, გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ით 620 ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანაში ვირუსის 20 229 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას „სიენენი“ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო. რიო დე ჟანეიროში , სადაც კორონავირუსით 10 000 ადამიანი დაიღუპა, უქმეებზე ბარები და რესტორნები გაიხსნა. სან პაულოში კი, 24 მარტის შემდეგ დაკეტილი სილამაზის სალონები, ასევე ბარები და რესტორნები გაიხსნა, თუმცა შეზღუდვები მოქმედებს. სან პაულოში ბარები და რესტორნები დღის განმავლობაში მხოლოდ ექვსი საათი მუშაობს. ასევე, აუცილებელია ორმეტრიანი დისტანციის დაცვა.
ბრაზილიაში ვირუსის გავრცელებიდან დღემდე „კოვიდ-19“-ის 1 623 284 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაიცვალა 65 4887 ადამიანი.