ბრაზილიაში ახალი კორონავირუსით უკვე 50,000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ქვეყანა ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილზეა.
ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ის 1,085,038 შემთხვევა ფიქსირდება, მათ შორის 50,617 ლეტალური.
„როიტერის“ ინფორმაციით, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების მაჩვენებელი ოფიციალურ მონაცემებზე ბევრად მაღალია, რადგან ბრაზილიაში მოსახლეობის მასობრივი ტესტირება არ მიმდინარეობს.