ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 40 000-ს გადააჭარბა
ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 40 000-ს გადააჭარბა

ბრაზილიაში „კოვიდ 19“-ის მსხვერპლთა რიცხვმა 40 000-ს გადააჭარბა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებას უკვე 40 919 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო ერთ დღეში ბრაზილიაში ახალი ტიპის კორონავირუსს 1 239 ადამიანი ემსხვერპლა. „კოვიდ 19“-ის მსხვერპლთა რაოდენობით, აშშ-ისა და ბრიტანეთის შემდეგ, ბრაზილია მესამე ადგილზეა.

ბრაზილიაში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ დღეში „კოვიდ 19“ 30 412 ადამიანს დაუდასტურდა, ეპიდემიის დაწყების შემდეგ კი ინფიცირების საერთო რიცხვი 800 000-ს გადასცდა.