ბრაზილიაში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ით 1 262 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ქვეყნისთვის რეკორდული მაჩვენებელია. მსხვერპლთა საერთო რიცხვმა 31 199 შეადგინა. შესაბამის მონაცემებს ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ბოლო 24 საათში, ბრაზილიაში კორონავირუსის დიაგნოზი 28 936 ადამიანს დაუდასტურდა. სულ ქვეყანაში რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 555 383 შემთხვევა.
ბრაზილიაში კორონავირუსის ეპიდემიის ეპიცენტი სან-პაულუა, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსით 327 ადამიანი გარდაიცვალა.