ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 150 ათასს გადააჭარბა
ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 150 ათასს გადააჭარბა

ბრაზილიაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვმა 150 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას „გარდიანი“ ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსი 26 749 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო 559 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ბრაზილიაში ინფიცირების 5 082 637 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 150 198 ლეტალური აღმოჩნდა.