ბრაზილიაში ახალ კორონავირუსს მეშვიდე ადამიანი ემსხვერპლა. გარდაცვლილი 77 წლის მამაკაცია. ის სან პაულუს კლინიკაში გარდაიცვალა.
მანამდე ვირუსს რიო დე ჟანეიროში დიაბეტით დაავადებული 63 წლის ქალი და 69 წლის მამაკაცი ემსხვერპლნენ.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ბრაზილიაში ინფიცირებულთა რიცხვი 193-დან 621-მდე გაიზარდა.