ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა
ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა

ბრაზილიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 200 ათასს გადააჭარბა. ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსით 1 524 ადამიანი დაიღუპა და მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 200 498 შეადგინა. მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 87 843 ადამიანს დაუდასტურდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია.

ბრაზილიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის რვა მილიონამდე შემთხვევა. აღნიშნული მაჩვენებლით ქვეყანა მსოფლიოში მესამე ადგილზეა აშშ-ისა და ინდოეთის შემდეგ.

კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვით ბრაზილია აშშ-ის შემდეგ მსოფლიოში მეორე ადგილზეა.